ბედოვლათი თავადების „დიდი ეროვნული საქმე“: მარილის ბაჟზე გაცვლილი მაიკო ორბელიანი

© Pixabay / Atlantiosქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
კავკასიის რეგიონში პირველი თბილისის უნივერსიტეტი ასი წლის წინ, 1918 წელს დაარსდა. თუმცა ქვეყანას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჰქონდა რეალური შანსი იმისა, რომ თბილისში უნივერსიტეტი გახსნილიყო. მაგრამ...
მაგრამ ქართველ თავად-აზნაურთა ერთი ნაწილის სულმდაბლობამ და, შეიძლება ითქვას, მოღალატეობრივმა საქციელმა ამ დიდი ეროვნული საქმის ხორცშესხმის საშუალება არ მოგვცა. არადა, რა ახლოს ვიყავით მიზანთან!
1837 წლის გაზაფხულზე თბილისში მოვიდა შეტყობინება, რომ შემოდგომაზე საქართველოს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი ესტუმრებოდა. ქართველმა თავად-აზნაურებმა გადაწყვიტეს შემთხვევით ესარგებლათ და რაიმე თხოვნით მიემართათ იმპერატორისთვის.
© Galina Kiseliovaრუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I
მაგრამ საგონებელში ჩავარდნილმა თბილისის მაღალმა საზოგადოებამ ვერა და ვერ გადაწყვიტა, რა ეთხოვათ ხელმწიფისთვის.
ახალგაზრდებმა ავტონომიის იდეა წამოაყენეს, მაგრამ ძველი თაობის წარმომადგენლებმა ამ წინადადებას შეუძლებელი და უტოპიური უწოდეს, და უფრო „რეალისტური“ — უნივერსიტეტის გახსნის საკითხი დააყენეს, რასაც დიდი აყალმაყალი მოჰყვა.
დავა-კამათმა შემოდგომამდე გასტანა. ბევრი იმსჯელეს, ილაქლაქეს, იყაყანეს, კინაღამ ხელითაც შეეხნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთ აზრზე მაინც ვერ შეჯერდნენ. რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან სადაც ორი ქართველია, იქ სამი განსხვავებული აზრია.
ამასობაში 27 სექტემბერიც დადგა და გემი „პოლიარნაია ზვეზდა“, რომლითაც იმპერატორი მგზავრობდა, რედუტ–კალეს (ყულევს) მოადგა. ნიკოლოზ პირველს ამიერკავკასიის მთავარმართებელი ბარონი როზენი დახვდა და იმპერატორსა და მის ამალას ჯერ ზუგდიდისკენ, შემდეგ კი ქუთაისისკენ წარუძღვა. მერე იყო ბორჯომი, ახალქალაქი, ერევანი და იმპერატორის ამალა თბილისში 8 ოქტომბერსღა გამოჩნდა.
© Бесик Пипияდადიანების სასახლე
Свой первый визит император Николай I нанес в резиденцию мегрельских князей Дадиани - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
დადიანების სასახლე
ნიკოლოზმა მასპინძლებს განუცხადა, იმდენი კარგი რამ მსმენოდა საქართველოსა და ქართველების შესახებ, რომ სურვილი გამიჩნდა ჩამოვსულიყავი და საკუთარი თვალით მეხილა აქაურობაო.
დიდი ზარ-ზეიმით მიეგება საპატიო სტუმარს ქართველი თავად-აზნაურობა. მადათოვის კუნძულზე (ახლანდელი „მშრალი ხიდი“ და დედა ენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) გრანდიოზული აღლუმი მოუწყვეს. რომ იტყვიან, ხელის გულზე ატარეს „დიდი სტუმარი“, ყველა კაპრიზი შეუსრულეს, მზად იყვნენ იმპერატორისთვის ყველაზე, ყველაზე მიუღებელი მოთხოვნაც შეესრულებინათ...
და კოჯრის ციხეში მოსასვენებლად მყოფ იმპერატორს ბედოვლათმა ქართველმა არისტოკრატიამ ლოგინში 20 წლის ულამაზესი ქალწული მაიკო ორბელიანი ჩაუწვინა!!!
© National Library of Georgia მაიკო ორბელიანი
მაიკო ორბელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
მაიკო ორბელიანი
ამ „საქმის მოთავე“ და ინიციატორი იმპერატორისათვის კარგად ნაცნობი ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი გახლდათ — ის მუხრანბატონი, ნიკოლოზ პირველი „მოი შალუნს“ რომ ეძახდა.
მოვლენებს გავასწრებთ და გეტყვით, რომ დაუფასდა კიდეც „გარჯა“ ივანე ბაგრატიონს. პეტერბურგში დაბრუნებულმა მადლიერმა იმპერატორმა თავისი „ცელქი“ მუხრანბატონი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი გახადა და, შესაბამისად, დიდი ჯამაგირიც დაუნიშნა. იმპერატორის „შალუნს“ 27 წელი ეჭირა ეს პოსტი...
თბილისის მაღალი საზოგადოება იმპერატორს ყოველ საღამოს დიდებულ სუფრას უშლიდა. ერთ-ერთ ვახშამზე ნიკოლოზ პირველი ისე გაამხიარულეს, რომ მთვრალ იმპერატორს დასცდა, პარიზში მგონია თავი, ისეთი კმაყოფილი ვარ თქვენი დახვედრით, რაც უნდა მთხოვოთ, მზად ვარ შევასრულოო.
მეორე დილით ქართველ თავად-აზნაურთა დეპუტაცია თხოვნით მიადგა გამოფხიზლებულ იმპერატორს.
© Natioanl Library of Georgiaივანე მუხრანბატონი
ივანე მუხრანბატონი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
ივანე მუხრანბატონი
— თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენ ვერ გავბედავდით თქვენს შეწუხებას, მაგრამ თქვენმა მეფურმა სიტყვამ და დაპირებამ შეგვძინა გამბედაობა. ვსარგებლობთ თქვენი დიდსულოვნებით და გვინდა მოგახსენოთ, რომ დიდი სათხოვარი გვაქვს თქვენთან.
— გისმენთ, — მშრალად მიუგო დეპუტაციას დადარაჯებულმა ხელმწიფემ. ვინ იცის, კიდეც იფიქრა, ემანდ ავტონომია არ გამომთხოვონ ქართველებმაო.
მაგრამ ქართველმა არისტოკრატიამ „უდიდესი ეროვნული“ სატკივარ-საწუხარი მოახსენა დიდებულ სტუმარს: მარილზე ძალიან დიდი ბაჟია დაწესებული და იქნებ შეგვიმსუბუქოთო.
ამ „დიდი სათხოვრით“ შვებამოგვრილმა ნიკოლოზმა მაშინვე აუსრულა ქართველ თავად-აზნაურობას სურვილი.
როგორც მარქსი იტყოდა, „ყოფიერებამ განსაზღვრა ცნობიერება“, ხოლო ავტონომიისა და უნივერსიტეტის გახსნის საკითხმა ჩაილურის წყალი დალია...
ყველა ახალი ამბავი
0