კულტურის სამინისტრომ საბავშვო სპექტაკლების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშითოჯინების თეატრის სპექტაკლი
თოჯინების თეატრის სპექტაკლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
სამი გამარჯვებული საბავშვო სპექტაკლის დადგმას საქართველოს კულტურის სამინისტრო დააფინანსებს.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში „საბავშვო მუსიკალური/ბალეტის სპექტაკლების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოაცხადა.
კონკურსის ბიუჯეტი 100 ათასი ლარი იყო. სამინისტრომ აღნიშნულ კონკურსში ცხრა მონაწილის განაცხადი მიიღო.
კონკურსში გაიმარჯვა სამმა სპექტაკლმა, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ:
მიუზიკლი „სანამ მოთოვს“ - შემსრულებელი „ალიხე“;
სპორტული ბალეტი „მოძრაობა და სილამაზე“ - შემსრულებელი „აკადემია ნელი სილაძე“;
„საშობაო ზღაპარი“ - ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
ყველა ახალი ამბავი
0