https://sputnik-georgia.com/20220704/kalinigradis-gubernatoris-pasuxi-tranzitis-akrzalvaze-268154375.html
კალინინგრადის გუბერნატორი: რუსეთის პასუხი ნეიტრონულ იარაღს შეიძლება შევადაროთ
კალინინგრადის გუბერნატორი: რუსეთის პასუხი ნეიტრონულ იარაღს შეიძლება შევადაროთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას ლიტვის გავლით საქონლის... 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T11:03+0400
2022-07-04T11:03+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
ეკონომიკა
ლიეტუვა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24070/84/240708407_0:239:3000:1927_1920x0_80_0_0_8b503ae3a41cf76febe0f01d83c9983d.jpg
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას ლიტვის გავლით საქონლის ტრანზიტის დაბლოკვაზე პასუხის პროექტი გადასცა.მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური პასუხი შეიძლება იყოს „უკიდურესად დამანგრეველი“ ბალტიისპირეთისთვის, თუმცა კალინინგრადის ხელისუფლებას აკრძალვის გაუქმების იმედი აქვს.ამასთან გუბერნატორმა არ გაამჟღავნა, რა ზომების მიღება შესთავაზა ხელისუფლებას კალინინგრადის მთავრობამ. მისი აზრით, ამ ზომების გატარება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან სახმელეთო ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნის „პოტენციალი ამოწურული არ არის“.ალიხანოვის აზრით, რუსეთის ეკონომიკური პასუხი შეიძლება „ნეიტრონულ იარაღს შევადაროთ“. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია ისე გააკეთოს, რომ „ლიტვის ეკონომიკის ნახევარმა აღარ იარსებოს“.ლიეტუვამ ივნისში შეზღუდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონში და უკან. ვილნიუსი აცხადებს, რომ ის ამით ბრიუსელის გადაწყვეტილებას ასრულებს, თუმცა, მედიის ცნობით, ევროკომისია ლიეტუვისგან მხოლოდ ტვირთების შემოწმებას მოითხოვს.
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24070/84/240708407_177:0:2844:2000_1920x0_80_0_0_a848fea8963bad44b08ff5e3e61ebadf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ეკონომიკა, ლიეტუვა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ეკონომიკა, ლიეტუვა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას ლიტვის გავლით საქონლის ტრანზიტის დაბლოკვაზე პასუხის პროექტი გადასცა.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური პასუხი შეიძლება იყოს „უკიდურესად დამანგრეველი“ ბალტიისპირეთისთვის, თუმცა კალინინგრადის ხელისუფლებას აკრძალვის გაუქმების იმედი აქვს.
„მოვამზადე საპასუხო ზომების პროექტი, რომელიც მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადავეცი. <...> მოდით, განვიხილოთ ისინი, თუ მათი მიღების აუცილებლობა 100%-იანი იქნება. ვიმეორებ: ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური პასუხის გაცემა და ეს ძალიან კრიტიკული იქნება ლიტვისთვის“, − განაცხადა ალიხანოვმა.
ამასთან გუბერნატორმა არ გაამჟღავნა, რა ზომების მიღება შესთავაზა ხელისუფლებას კალინინგრადის მთავრობამ. მისი აზრით, ამ ზომების გატარება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან სახმელეთო ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნის „პოტენციალი ამოწურული არ არის“.
ალიხანოვის აზრით, რუსეთის ეკონომიკური პასუხი შეიძლება „ნეიტრონულ იარაღს შევადაროთ“. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია ისე გააკეთოს, რომ „ლიტვის ეკონომიკის ნახევარმა აღარ იარსებოს“.
ლიეტუვამ ივნისში შეზღუდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონში და უკან. ვილნიუსი აცხადებს, რომ ის ამით ბრიუსელის გადაწყვეტილებას ასრულებს, თუმცა, მედიის ცნობით, ევროკომისია ლიეტუვისგან მხოლოდ ტვირთების შემოწმებას მოითხოვს.