https://sputnik-georgia.com/20220704/kalatburti-saqartvelom-moqmedi-msoflio-cemoioni-daamarcxa-268186167.html
კალათბურთი: საქართველომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა
კალათბურთი: საქართველომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა
Sputnik საქართველო
შეხვედრა თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T21:23+0400
2022-07-04T21:23+0400
2022-07-04T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/19/264769873_0:0:3100:1745_1920x0_80_0_0_45b3a0dd6124a18c0ea09f7ff6f576e8.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა მოიგო – ქართველებმა ესპანეთი ოვერტაიმში ანგარიშით 82:76 დაამარცხეს.აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ახალაშენებულ დარბაზში, „თბილისი არენაზე“ ჩატარდა და ეს იყო პირველი ოფიციალური სპორტული ღონისძიება, რომელსაც ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.საქართველომ პირველი ტაიმი მოიგო და მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველები 41:33 ლიდერობდნენ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში სამქულიანებით და სწრაფი პირველი შეტევის წყალობით ესპანეთი მესამე პერიოდის ბოლოს 3 ქულით დაწინაურდა – 47:43.მეოთხე მეოთხედში თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და უკვე ცხადი იყო, რომ გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდებოდა. ფინალურ სასტვენამდე 34 წამით ადრე 20 წლის რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ბურთი „მოპარა“ და სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა – 67:64 საქართველოს სასარგებლოდ. სასტვენამდე 18 წამით ადრე ესპანელებმა ანგარიში სამქულიანით გაათანაბრეს – 67:67. ბოლო შეტევა ქართველებს დარჩათ, მაგრამ თორნიკე შენგელიას სროლა არაზუსტი გამოდგა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.აქ ისევ რატი ანდრონიკაშვილმა ესპანელებს არ აპატია საქართველოს ნაკრების ლიდერებისადმი ზედმეტი ყურადღება და ოვერტაიმის დასაწყისშივე ჩაჭრის შემდეგ ორქულიანი ჩააგდო, რასაც ორი სამქულიანი მოჰყვა და საქართველო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ოთხი ქულით დაწინაურდა – 77:73.მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა სხვაობა სამქულიანით შეამცირეს, მაკფადენის მიერ შორიდან ჩაგდებულმა ბურთმა ფაქტიურად საქართველოს გამარჯვება მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე მოუტანა.გამარჯვების შემდეგ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგ შანსებს ინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/19/264769873_230:0:2961:2048_1920x0_80_0_0_cb6d011fe229888ae95ffbd1227d08c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კალათბურთი საქართველო მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გამარჯვება
კალათბურთი საქართველო მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გამარჯვება
კალათბურთი: საქართველომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა
21:23 04.07.2022 (განახლებულია: 22:50 04.07.2022) შეხვედრა თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა მოიგო – ქართველებმა ესპანეთი ოვერტაიმში ანგარიშით 82:76 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ახალაშენებულ დარბაზში, „თბილისი არენაზე“ ჩატარდა და ეს იყო პირველი ოფიციალური სპორტული ღონისძიება, რომელსაც ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
საქართველომ პირველი ტაიმი მოიგო და მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველები 41:33 ლიდერობდნენ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში სამქულიანებით და სწრაფი პირველი შეტევის წყალობით ესპანეთი მესამე პერიოდის ბოლოს 3 ქულით დაწინაურდა – 47:43.
მეოთხე მეოთხედში თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და უკვე ცხადი იყო, რომ გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდებოდა. ფინალურ სასტვენამდე 34 წამით ადრე 20 წლის რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ბურთი „მოპარა“ და სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა – 67:64 საქართველოს სასარგებლოდ. სასტვენამდე 18 წამით ადრე ესპანელებმა ანგარიში სამქულიანით გაათანაბრეს – 67:67. ბოლო შეტევა ქართველებს დარჩათ, მაგრამ თორნიკე შენგელიას სროლა არაზუსტი გამოდგა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
აქ ისევ რატი ანდრონიკაშვილმა ესპანელებს არ აპატია საქართველოს ნაკრების ლიდერებისადმი ზედმეტი ყურადღება და ოვერტაიმის დასაწყისშივე ჩაჭრის შემდეგ ორქულიანი ჩააგდო, რასაც ორი სამქულიანი მოჰყვა და საქართველო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ოთხი ქულით დაწინაურდა – 77:73.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა სხვაობა სამქულიანით შეამცირეს, მაკფადენის მიერ შორიდან ჩაგდებულმა ბურთმა ფაქტიურად საქართველოს გამარჯვება მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე მოუტანა.
გამარჯვების შემდეგ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგ შანსებს ინარჩუნებს.