ღარიბაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დროშა
აშშ-ის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველო აღრმავებს პარტნიორობას აშშ-თან თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის, საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო.

„გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს. მისი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების კუთხით აძლიერებს საქართველოს. ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება ამ მხარდაჭერის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0