წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 მსჯავრდებული აბარებს

© courtesy of NAEC Georgiaსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 25 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდადებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისამდე გასტანს.
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ტარდება. 22 საგამოცდო ცენტრიდან 8 თბილისში, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი კი გახსნილია ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0