პუტინი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს: პესკოვმა მიზეზი განმარტა

© AFP 2024 / GABRIELLE LURIE
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ამერიკელ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს წელს არ მიულოცავს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„წელს მისალოცი დეპეშა არ გაიგზავნება“, − თქვა მან.

როგორც პესკოვმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ მიმდინარე წელი მოსკოვის მიმართ ვაშინგტონის არამეგობრული პოლიტიკის „კულმინაციად“ იქცა, ასეთ პირობებში კი მილოცვების გაგზავნა ნაკლებად მიზანშეწონილია.
შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან რუსეთის ურთიერთობები უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გაუარესდა. ნატოს სამიტზე ალიანსმა რუსეთი თავის მთავარ საფრთხედ დაასახელა.
უკრაინაში რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მასშტაბური სანქციები დაუწესეს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნის კუთვნილი 330 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინეს ბოლო 100 დღის განმავლობაში. როგორც ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, ქვეყნის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა, ხოლო სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მთელი მსოფლიოს ეკონომიკას.
შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე − 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღია, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის სამეფოსგან. ამერიკელები წელს ამ დღესასწაულს 246-ედ აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0