წითელა, წითურა და ყბაყურა: ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ვაქცინების მიწოდებას წყვეტს

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ MSD რუსეთისთვის წითურას, წითელასა და ყბაყურის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება შეწყვიტა, იუწყება „როსზდრავნადზორი“.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, MSD Pharmaceuticals-მა „როსზდრავნადზორს“ 2022 წლის ივნისში აცნობა, რომ რუსეთში M-M-R II® (წითელა, ყბაყურა და წითურას ვაქცინები) მედიკამენტების წარმოებისა და შეტანის შეწყვეტას გეგმავდა“, − ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამასთან აღინიშნება, რომ კანონის თანახმად, მედიკამენტების მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებული არიან, რუსეთის ხელისუფლებას, სულ მცირე, ერთი წლით ადრე აცნობონ წამლების წარმოება-მიწოდების შეჩერების შესახებ.
როგორც „როსზდრავნადზორში“ განაცხადეს, „ბაზარზე საკმარისი რაოდენობის რუსული წარმოების ვაქცინებია ჩუტყვავილას, წითელას, წითურასა და ყბაყურას პროფილაქტიკისთვის“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსეი კუზნეცოვის თქმით, ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებს ცენტრალიზებულად იძენენ შიდა მწარმოებლისგან და მათი საჭიროება სრულად დაკმაყოფილებულია.
„ეს არ იმოქმედებს ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის ხელმისაწვდომობაზე. წითელაზე, წითელასა და ყბაყურაზე ბავშვების ვაქცინაცია აცრების ეროვნული გრაფიკის ფარგლებში ტარდება“, − განმარტა კუზნეცოვმა.
მანამდე ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ შეაჩერა რუსეთში ინვესტიციები, კლინიკური კვლევები და ზოგიერთი წამლის იმპორტი. გაყინვების შესახებ განაცხადა აგრეთვე ფირმა Abbvie-მ, რომელიც ასევე ფლობს ბრენდ Allergan-ს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის პრეპარატი „ბოტოქსი“, რომლის სახელწოდება დაედო კიდეც საფუძვლად კოსმეტიკურ პროცედურებს.
პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა აპრილში განაცხადა, რომ გარე ზეწოლისა და ლოგისტიკური ჯაჭვის შეფერხების გამო სირთულეები იყო მოსალოდნელი მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაბამისი ზომების გატარება დაიწყო. კერძოდ, საუბარია სპეციალურ პროგრამაზე ფარმაცევტული და სამედიცინო ინდუსტრიის საწარმოების მხარდასაჭერად.
ყველა ახალი ამბავი
0