https://sputnik-georgia.com/20220704/aleko-elisasvili-qartulma-ocnebam-taqtikurad-moigo-268181300.html
ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად მოიგო
ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად მოიგო
Sputnik საქართველო
არასამთავრობო სექტორის „გაპოლიტიკოსებულმა“ წარმომადგენლებმა მიტინგზე მთავრობის გადაყენება და „გამინისტრება“ გადაწყვიტეს, აღნიშნა დეპუტატმა
2022-07-04T19:40+0400
2022-07-04T19:40+0400
2022-07-04T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775511_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_d305d7bfaa1e56ab0bb51e271467864f.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გეგმა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ ჩავარდა - მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა.ოპოზიციონერის თქმით, თავისი ქმედებებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხოლოდ „ქართული ოცნება“ გააძლიერეს.„დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული. ეს ხომ ფაქტია? რატომ მოხდა ასე - რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა „ენჯეოშნიკებმა“ ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა“, - წერს ელისაშვილი.თუმცა, აღნიშნავს დეპუტატი, სიტუაცია მარტივია - თუ კანდიდატობის სტატუსი გვსურს, მთავრობას უნდა მივცეთ 12 პუნქტის აღსრულების შესაძლებლობა. ხოლო თუ კი თანამშრომლობა იქნება საჭირო, ყველამ უნდა ითანამშრომლოს.მისი თქმით, ამ პერიოდში ყველამ უნდა დაივიწყოს ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა „ტექნიკური მთავრობა“.„12 დავალების შესრულება 6 თვეში - ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია „მოქალაქეები" ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები!“ - აღნიშნა ელისაშვილმა.ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775511_400:233:2169:1560_1920x0_80_0_0_182c498c81a63dcbdf8abe7b07df3fc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალეკო ელისაშვილი ოცნება ტაქტიკა გამარჯვება
ალეკო ელისაშვილი ოცნება ტაქტიკა გამარჯვება
ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად მოიგო
არასამთავრობო სექტორის „გაპოლიტიკოსებულმა“ წარმომადგენლებმა მიტინგზე მთავრობის გადაყენება და „გამინისტრება“ გადაწყვიტეს, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გეგმა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ ჩავარდა - მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„გაპოლიტიკოსებულმა „ენჯეოშნიკებმა“ (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა" ჩავარდა“, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა.
ოპოზიციონერის თქმით, თავისი ქმედებებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხოლოდ „ქართული ოცნება“ გააძლიერეს.
„დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული. ეს ხომ ფაქტია? რატომ მოხდა ასე - რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა „ენჯეოშნიკებმა“ ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა“, - წერს ელისაშვილი.
თუმცა, აღნიშნავს დეპუტატი, სიტუაცია მარტივია - თუ კანდიდატობის სტატუსი გვსურს, მთავრობას უნდა მივცეთ 12 პუნქტის აღსრულების შესაძლებლობა. ხოლო თუ კი თანამშრომლობა იქნება საჭირო, ყველამ უნდა ითანამშრომლოს.
„ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე - ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდეს ნორმალურ ადამიანებს“, - წერს ელისაშვილი.
მისი თქმით, ამ პერიოდში ყველამ უნდა დაივიწყოს ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა „ტექნიკური მთავრობა“.
„12 დავალების შესრულება 6 თვეში - ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია „მოქალაქეები" ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები!“ - აღნიშნა ელისაშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.