https://sputnik-georgia.com/20220704/-rustavis-metalurgiuli-qarxnis-musebi-gaificnen-268189091.html
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
Sputnik საქართველო
საწარმოს ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს გაფიცულ მუშებთან, ქარხანა მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდებას აგრძელებს
2022-07-04T23:28+0400
2022-07-04T23:28+0400
2022-07-04T23:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/36/241153646_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_51841dca2e7053195bc83c5164ac5b3a.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა, - ამის შესახებ მეტალურგთა, მეშახტეთა და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.ტყემალაძის თქმით, ხელფასის 30 პროცენტით გაზრდა და ე.წ. მე-13 ხელფასის დაწესება - ესაა სორტულ საამქროში დასაქმებული გაფიცული თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები. სორტულ საამქროში სამშენებლო არმატურა მზადდება. გაფიცვის გამო საამქრო გაჩერებულია.რეგიონული ტელევიზია tv4.ge-ს ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ქარხანა გამართულად მუშაობს და არ ფერხდება მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდება.კომპანიაში აღნიშნეს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა. ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი. კომპანია, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს.ქარხნის ადმინისტრაციის ცნობით, თანამშრომლები ყოველთვის დროულად იღებენ ხელფასს, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით.„ბორჯომის“ ქარხნების მუშების გაფიცვა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები >>რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის.რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქარხანა სხვადასხვა სახის პროდუქციას უშვებს, მათ შორის არმატურასა და უნაკერო მილებს. ქარხანაში 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.წყარო - tv4.ge
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/36/241153646_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_700709a375266bba0af57e3c029faee4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი მეტალურგიული ქარხანა მუშები გაფიცვა
რუსთავი მეტალურგიული ქარხანა მუშები გაფიცვა
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
საწარმოს ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს გაფიცულ მუშებთან, ქარხანა მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდებას აგრძელებს
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა, - ამის შესახებ მეტალურგთა, მეშახტეთა და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ტყემალაძის თქმით, ხელფასის 30 პროცენტით გაზრდა და ე.წ. მე-13 ხელფასის დაწესება - ესაა სორტულ საამქროში დასაქმებული გაფიცული თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები. სორტულ საამქროში სამშენებლო არმატურა მზადდება. გაფიცვის გამო საამქრო გაჩერებულია.
რეგიონული ტელევიზია tv4.ge-ს ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ქარხანა გამართულად მუშაობს და არ ფერხდება მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდება.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა. ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი. კომპანია, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს.
ქარხნის ადმინისტრაციის ცნობით, თანამშრომლები ყოველთვის დროულად იღებენ ხელფასს, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქარხანა სხვადასხვა სახის პროდუქციას უშვებს, მათ შორის არმატურასა და უნაკერო მილებს. ქარხანაში 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.