https://sputnik-georgia.com/20220704/------268178027.html
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა არც სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T17:10+0400
2022-07-04T17:10+0400
2022-07-04T21:50+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 37 წლის დავით ცერცვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.სასტიკი მკვლელობა ქუთაისში 1 ივლისს მოხდა. მამაკაცმა 36 წლის ქალს ყელი გამოჭრა. ეჭვიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.პროკურორ რევაზ თოფურიას განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.ბრალდებულის ადვოკატ გელა სორდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, იგი ეთანხმება წინასწარ პატიმრობას, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.დავით ცერცვაძის მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.მას გამოძიება ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
17:10 04.07.2022 (განახლებულია: 21:50 04.07.2022) დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა არც სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 37 წლის დავით ცერცვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასტიკი მკვლელობა ქუთაისში 1 ივლისს მოხდა. მამაკაცმა 36 წლის ქალს ყელი გამოჭრა. ეჭვიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
პროკურორ რევაზ თოფურიას განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„ბრალდების მხარეს ჰქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლოა ახალი დანაშაული მომხდარიყო", – განაცხადა თოფურიამ.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
ბრალდებულის ადვოკატ გელა სორდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, იგი ეთანხმება წინასწარ პატიმრობას, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
დავით ცერცვაძის მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.
მას გამოძიება ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.