წყალტუბოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerწყალდიდობები საქართველოში
წყალდიდობები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
წყალტუბოს ცენტრალური პარკი მთლიანად დაიტბორა
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის თქმით, 2 ივლისს მოსული ძლიერი ნალექისა და ვაზნარის ღელის ადიდების შედეგად წყალმა მთლიანად დაფარა ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური პარკი, გზები, ასევე ქალაქის რკალზე განლაგებული შენობების ნაწილი.
მერის თქმით, ვაზნარის ღელე ათეული წლებია წყალტუბოს პრობლემებს უქმნის.
გარდა ამისა, სოფელ ხომულში დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საკარმიდამო ნაკვეთი.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
უწყების ცნობით, მერიის სამსახურები აგვარებენ დაზარალებულების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.
გარდა ამისა, გრძელდება ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ თანამშრომლები ასრულებენ. გარდა ამისა, გაწმენდით სამუშაოებში მოსახლეობაც ჩაერთო.
მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო შესაბამისი ტექნიკის მაღალმთიან სოფლებში გაგზავნა, სადაც ასევე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია გზები.
ბოლო პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები, დაიტბორა სოფლები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ყველა ახალი ამბავი
0