ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე კვლავ შეზღუდვა დაწესდა

© press-sevice of the Lentekhi Municipalityწვიმების შედეგად დაზიანებული გზა
წვიმების შედეგად დაზიანებული გზა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
სტიქიამ გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე სავალი ნაწილი დააზიანა
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზის სავალი ნაწილის დაზიანება გახდა, რომელიც უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა გამოიწვია.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, გზის ამ მონაკვეთზე მათი გადაადგილება თავისუფალია.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, კვირას დასავლეთ საქართველოში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0