გარდაცვალების მიზეზები საქართველოში - რომელი ადგილი დაიკავა 2021 წელს კორონავირუსმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
გასულ წელს გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები იყო
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. კორონავირუსმა გაუსწრო სიმსივნეს და დაიკავა მეორე ადგილი 2021 წელს საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზებს შორის, ნათქვამია კვლევაში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 59.906 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ბოლო 5 წლის მსგავსად, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები, მათ 22.156 ადამიანი ემსხვერპლა.
მეორე ადგილზე გავიდა კორონავირუსი, რომელმაც 2021 წელს 11.280 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მესამე ადგილზე სიმსივნური დაავადებებია. მათგან 2021 წელს 7.640 ადამიანი გარდაიცვალა.
ხუთეულში შევიდა ასევე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 7.350 ადამიანი, და სასუნთქი გზების დაავადებები - 3.709 ადამიანი.
ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაცვალება ყველა ასაკშია გავრცელებული, 2021 წელს ყველაზე ხშირი იყო გარდაცვალება 50 წელს ზემოდ ასაკის ადამიანებში.
კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა ფიქსირდებოდა 65-69 წლის მოქალაქეებში, კიბოსგან - 60-64 წლის პირებში.
2021 წელს ტრავმების გამო გარდაცვალება ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა 5-34 წლის ასაკის პირებში - ამ ასაკში ამ მიზეზით გარდაცვალების 2.013 შემთხვევა მოხდა.
ქვეყნის დემოგრაფებმა დიდი ხანია ატეხეს განგაში და აღნიშნეს, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. მათი სიტყვებით, შობადობის შემცირებამ და მიგრაციის გაზრდამ ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა.
დემოგრაფების პროგნოზებით, საქართველოს შობადობის კიდევ ერთი დიდი ვარდნა ემუქრება, რადგან 1990-2000 წლებში ქვეყანაში ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოში ყველა ქალმა უნდა გააჩინოს მინიმუმ სამი შვილი.
წყარო - საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0