ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე წყვილთა თანრიგში დამარცხდა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
ქართულ-მოლდოვური დუეტი მეოთხედფინალში გასასვლელად კოლუმბიელ წყვილს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე მერვედფინალური მატჩი მოლდაველ რადუ ალბოტთან წყვილში წააგო.
ქართულ-მოლდოვური დუეტი მეოთხედფინალში გასასვლელად კაბალი/ფარაჰის წყვილს (კოლუმბია) შეხვდა. ბასილაშვილი/ალბოტის წყვილმა სამ სეტში წააგო - 1:6 4:6 4:6.
ბასილაშვილი/ალბოტის ამჟამინდელი მეტოქე ბოლო ათწლეულის წყვილთა ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წყვილია. ტურნირზე ისინი მეექვსე ნომრად არიან განთესილი. 2019 წელს კაბალი/ფარაჰის წყვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრეთვე ერთეულთა თანრიგსაც გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში სამ სეტში დამარცხდა ნიდერლანდელ ტიმ ვან რიტჰოვენთან (Tim van Rijthoven), რომელიც ATP-ის რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0