აზერბაიჯანის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

© courtesy of AZALავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავი
ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL)  თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა - ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ფრენების შესრულება დაიწყო.
ავიაკომპანია ფრენებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს განახორციელებს. პირველი რეისი პარასკევს შედგა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ამ და AZAL-ის სხვა ფრენების ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ავიაკომპანიის აკრედიტებულ სააგენტოებში.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასევე ლოუკოსტერი Buta Airways-ი ახორციელებს.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი
ყველა ახალი ამბავი
0