უბედური შემთხვევა დიღომში: ბინაში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია დიღომში
პოლიცია დიღომში - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე წუხელ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
„ასაკიანები იყვნენ, გაზი ჰქონიათ ჩართული, ეტყობა ბანაობდნენ და ეს გაზის გამათბობელი არ იყო სავარაუდოდ გამართული, ასე ამბობენ“, - ამბობს მეზობელი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წყარო - ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ყველა ახალი ამბავი
0