https://sputnik-georgia.com/20220702/tu-abiturients-koronavirusi-daudasturda-mtavrobis-dadgenileba-268126053.html
თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა: მთავრობის დადგენილება
თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა: მთავრობის დადგენილება
Sputnik საქართველო
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, დამატებითი საგამოცდო სესია მოეწყობა
2022-07-02T22:07+0400
2022-07-02T22:07+0400
2023-08-17T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181321_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_deb43f7c0cb8cbdaa5e5058e5b51aa5b.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომელთა თანახმად აბიტურიენტს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება მოგვიანებით შეუძლია.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გასტანს.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.„ზოგადი უნარების“ საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, მაგრამ აბიტურიენტმა ის თან უნდა იქონიოს.ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 9,5 ათასი.მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. აქედან დაახლოებით 19,5 ათასი საგნის გამოცდას ჩააბარებს, 12,5 ათასზე მეტი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდას.წყარო - საკანონმდებლო მაცნე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181321_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_27abee66fecd0c630a202e5d357523f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აბიტურიენტი კორონავირუსი მთავრობა დადგენილება
აბიტურიენტი კორონავირუსი მთავრობა დადგენილება
თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა: მთავრობის დადგენილება
22:07 02.07.2022 (განახლებულია: 18:05 17.08.2023) იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, დამატებითი საგამოცდო სესია მოეწყობა
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომელთა თანახმად აბიტურიენტს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება მოგვიანებით შეუძლია.
დადგენილების თანახმად, ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული აბიტურიენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე ვერ გამოცხადდება დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გასტანს.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების“ საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, მაგრამ აბიტურიენტმა ის თან უნდა იქონიოს.
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, მაგრამ რეგისტრირებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით სესიას უზრუნველყოფს, სადაც ისინი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 9,5 ათასი.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. აქედან დაახლოებით 19,5 ათასი საგნის გამოცდას ჩააბარებს, 12,5 ათასზე მეტი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდას.