საქართველოს რკინიგზამ მატარებლების მოძრაობის განრიგი შეცვალა
© photo: Sputnik / Stringerმატარებელი თბილისი-ბათუმი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მგზავრობის მსურველებს ბილეთების ყიდვა შეუძლიათ როგორც საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით, ასევე სალაროებში.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები დღეიდან შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეცვლილი განრიგი შეეხება შემდეგ მიმართულებებს: თბილისი-ბორჯომი, ბორჯომი-თბილისის, თბილისი-ოზურგეთი, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდი, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ფოთი, ფოთი-თბილისის, ხაშური-ზესტაფონი, ზესტაფონი-ხაშურის, ქუთაისი-ბათუმი, ბათუმი ქუთაისის, ბათუმი ოზურგეთი, ოზურგეთი-ბათუმის, ქუთაისი-საჩხერე, საჩხერე-ქუთაისი.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეში სამ-სამი რეისი შესრულდება.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.