ქართველი წყალბურთელების ისტორიული შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე

© Georgian Aquatic Sports Federationსაქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის იაპონიას დაუპირისპირდა
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა და ამით ისტორიულ შედეგს მიაღწია.
ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის იაპონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 15:16.
ქართველებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხეს. მეორე პერიოდში იაპონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე მეოთხედი ნაკლებად შედეგიანი იყო, გუნდებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს, ბოლო პერიოდში კი იაპონელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ. ბოლო წამამდე ქართველებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ - 15:16.
თავდაუზოგავ ბრძოლაში წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე თავისი ასპარეზობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ყველა ახალი ამბავი
0