პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 17 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerლგბტ-მოწონააღმდეგეების აქცია
ლგბტ-მოწონააღმდეგეების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
წლევანდელი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პერიოდში უკვე 43 ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს. ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ აქციაზე მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ „ალტ-ინფოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ლგბტ-კვირეულის ჩატარებას და აცხადებენ, რომ არ მისცემენ მათ რუსთაველის გამზირზე რაიმე ღონისძიების ჩატარების უფლებას.
თბილისში „ალტ-ინფოს“ ლიდერები დააკავეს >>
დღეს Tbilisi Pride Week-ის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომლის ჩატარება, წლევანდელი კვირეულის სხვა ღონისძიებების მსგავსად, ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება. კვირეული 28 ივნისს დაიწყო.
აღნიშნული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პირობა დადო, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავს და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, წუხელ ღამით მთაწმინდაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 26 პირი დააკავეს, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
შესაბამისად, წლევანდელი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პერიოდში სულ 43 ადამიანი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0