ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა ვითარებაა საქართველოს გზებზე

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaდაზიანებული გზა ჩარგალში
დაზიანებული გზა ჩარგალში - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას, პრობლემები შეიქმნა გზებზე.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 16-72-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ჩამოსული მეწყერის გამო დაწესდა.
შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის 1-16-ე კმ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 131-ე კილომეტრზე.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ღვარცოფის და გამონატანების გამო, გუშინ, ღამის პერიოდიდან აიკრძალა.
საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებდა. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ყველა ახალი ამბავი
0