https://sputnik-georgia.com/20220701/vis-mienicheba-martoxela-mshoblis-statusi-1-ivlisidan-268066451.html
ვის მიენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი: კოდექსში ცვლილება შევიდა
ვის მიენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი: კოდექსში ცვლილება შევიდა
Sputnik საქართველო
საქართველოში სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას. 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T09:42+0400
2022-07-01T09:42+0400
2022-07-01T16:23+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249046693_414:498:3000:1952_1920x0_80_0_0_70026f50d16addbf63628a21a5dfd408.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც მარტოხელა მშობლის ცნების გაფართოებას გულისხმობს.კანონმდებლობის აქამდე მოქმედ ვერსიაში ჩაწერილი იყო, რომ მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.ახალი ფორმულირებით, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.ასეთივე სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ფაქტობრივი მარტოხელა მშობელი, რომელიც მარტო ზრდის შვილს, მოკლებულია სახელმწიფოს იმ შეღავათებს, რომლითაც სარგებლობენ მსგავსი სტატუსის მქონე პირები, რაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ყველა მოქალაქის თანაბარ უფლებებს ითვალისწინებს.კერძოდ, სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას, ხოლო ფაქტობრივი მარტოხელა მშობლები აქამდე ვერ იღებდნენ მას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249046693_627:379:2788:2000_1920x0_80_0_0_d1c25fbd77cc37f40f130021f0c679e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ვის მიენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი: კოდექსში ცვლილება შევიდა
09:42 01.07.2022 (განახლებულია: 16:23 01.07.2022) საქართველოში სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც მარტოხელა მშობლის ცნების გაფართოებას გულისხმობს.
კანონმდებლობის აქამდე მოქმედ ვერსიაში ჩაწერილი იყო, რომ მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ცნება 2022 წლის 1 ივლისიდან ძალას კარგავს.
ახალი ფორმულირებით, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.
ასეთივე სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ფაქტობრივი მარტოხელა მშობელი, რომელიც მარტო ზრდის შვილს, მოკლებულია სახელმწიფოს იმ შეღავათებს, რომლითაც სარგებლობენ მსგავსი სტატუსის მქონე პირები, რაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ყველა მოქალაქის თანაბარ უფლებებს ითვალისწინებს.
კერძოდ, სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას, ხოლო ფაქტობრივი მარტოხელა მშობლები აქამდე ვერ იღებდნენ მას.