Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმდენი პრობლემაა გარშემო ჯანმრთელობის“- თიკა ფაცაცია სახის დანაოჭებამდე სიბერეზე ოცნებობს

© courtesy of Tika Patsatsiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში ანი გიუნტერთან სტუმრობისას ისაუბრა იმის შესახებ, რა იცვლება ქალისთვის 40 წლის შემდეგ.
როგორც ფაცაცია ამბობს, 40 წლის შემდეგ იმას აღარ აკეთებ, რაც დაგაზარალებს და შენთვის დიდი მსხვერპლია, სწავლობ „არას“ თქმას, ფიზიოლოგიაც იცვლება.

„სამი წელი ვემზადებოდი იმისთვის, რომ 40 წლის გავხდებოდი. მაგრამ ჩემი სახის კონტურები აღარ არის იგივე. თვალების გარშემო გაჩნდა სხვადასხვა სიახლე. ფეხი სხვანაირი მაქვს, შემეცვალა გარშემოწერილობები. ვიყავი „მედიუმი“, გავხდი „ლარჯი“. ვიწყებ ბრძოლას ამის წინააღმდეგ. მანამდე ვარჯიშზე რომ არ წავიდოდი, ახლა ვიცი, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორც არ გავაცდენ მნიშვნელოვან შეხვედრას, ასე არ გავაცდენ ვარჯიშს. ვიცი, რა დამიჯდება, თუ ჯანსაღად არ ვიკვებები. ორი ზომით გავიზარდე და გარდერობიც შეიცვალა. ახლა იმდენი პრობლემაა გარშემო ჯანმრთელობის, რომ ღმერთმა დამაბეროს იქამდე, რომ სულ დამინაოჭდეს სახე“, – ამბობს ტელეწამყვანი.

ყველა ახალი ამბავი
0