თბილისში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

© courtesy of National Food Agencyხორცის საწარმოს შემოწმება
ხორცის საწარმოს შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
სამი ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი – კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებისას 600 კგ-მდე ხორცი დალუქეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ობიექტებიდან სამს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და მიეცა რეკომენდაციები.
სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი შეუსაბამობა, რომელიც ობიექტებში აღინიშნა, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობებია.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ უწყების „ცხელ ხაზზე“ – 1501.
უწყების ცნობით, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0