შემოსავლები დამალეს: ბრალი კომპანიების ხელმძღვანელებს წარედგინათ

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებული 640.763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე.
ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
ამასთან, ბრალდებულები საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 ათასი ლარის გადახდას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0