https://sputnik-georgia.com/20220701/savi-mocxari-podagrisa-da-revmatizmis-samkurnalod-268082358.html
შავი მოცხარის ნაყენი რევმატიზისა და პოდაგრის სამკურნალოდ: მარტივი რეცეპტი
შავი მოცხარის ნაყენი რევმატიზისა და პოდაგრის სამკურნალოდ: მარტივი რეცეპტი
Sputnik საქართველო
შავი მოცხარის ნაყოფი, ფოთლები თუ კვირტები ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება. 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T21:12+0400
2022-07-01T21:12+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24692/36/246923602_0:101:2001:1226_1920x0_80_0_0_e6ab1cf03b7f5999defc4852a051a92f.jpg
შავი მოცხარი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. კენკრაში არის ვიტამინები: C, В1, В2, В6, В9, D, Е, К და К-ჯგუფის, Р, А, პექტინები, კაროტინოიდები, შაქრები, ორგანული და ფოსფორის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ფოსფორის, რკინისა და კალიუმის მარილები.შავი მოცხარის ფოთოლში არის ფიტონციდები, მაგნიუმი, მანგანუმი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, გოგირდი, ეთერზეთი.ეს კენკრა წმენდს სისხლს, ამცირებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს. C, K, P ვიტამინების დიდი რაოდენობა შავ მოცხარს უნიკალურს ხდის ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით აორტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.გარდა ამისა, მოცხარის ფოთლების ნაყენი, სწორი დოზირებით, გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ შარდმჟავასა და ოქსილის მჟავას, რაც პოდაგრისა და რევმატიზმის მკურნალობას ეფექტურს ხდის.ნევრალგიის სამკურნალო ნაყენისთვის საჭიროა:მომზადების წესიკარგად აურიეთ ერთმანეთს შავი მოცხარის გამხმარი ფოთლები, ლიმონის დაკეპილი ცედრა და ბარამბო. დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათი, გადაწურეთ დადალიეთ 100 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.ნაყენი რევმატიზმისა და პოდაგრისთვისშავი მოცხარის 10-12 ცალ ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააცივეთ და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 4-6-ჯერ.გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24692/36/246923602_114:0:1885:1328_1920x0_80_0_0_14c82c278e276218c157d8299f70ecb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ექიმის რჩევები
შავი მოცხარის ნაყენი რევმატიზისა და პოდაგრის სამკურნალოდ: მარტივი რეცეპტი
21:12 01.07.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) შავი მოცხარის ნაყოფი, ფოთლები თუ კვირტები ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება.
შავი მოცხარი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. კენკრაში არის ვიტამინები: C, В1, В2, В6, В9, D, Е, К და К-ჯგუფის, Р, А, პექტინები, კაროტინოიდები, შაქრები, ორგანული და ფოსფორის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ფოსფორის, რკინისა და კალიუმის მარილები.
შავი მოცხარის ფოთოლში არის ფიტონციდები, მაგნიუმი, მანგანუმი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, გოგირდი, ეთერზეთი.
ეს კენკრა წმენდს სისხლს, ამცირებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს. C, K, P ვიტამინების დიდი რაოდენობა შავ მოცხარს უნიკალურს ხდის ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით აორტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
გარდა ამისა, მოცხარის ფოთლების ნაყენი, სწორი დოზირებით, გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ შარდმჟავასა და ოქსილის მჟავას, რაც პოდაგრისა და რევმატიზმის მკურნალობას ეფექტურს ხდის.
ნევრალგიის სამკურნალო ნაყენისთვის საჭიროა:
4 სუფრის კოვზი შავი მოცხარის გამხმარი ფოთლები;
1,5 ლიმონის დაკეპილი ცედრა;
3 სუფრის კოვზი გამხმარი ბარამბო;
კარგად აურიეთ ერთმანეთს შავი მოცხარის გამხმარი ფოთლები, ლიმონის დაკეპილი ცედრა და ბარამბო. დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათი, გადაწურეთ დადალიეთ 100 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაყენი რევმატიზმისა და პოდაგრისთვის
შავი მოცხარის 10-12 ცალ ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააცივეთ და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 4-6-ჯერ.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!