https://sputnik-georgia.com/20220701/saqartvelos-sparsetis-yuris-qveynebis-popularuli-msaxiobi-stumrobda-268083764.html
„ვისაც რა უნდა, აქ იმის პოვნა შეუძლია" - საქართველოს პოპულარული მსახიობი სტუმრობდა
„ვისაც რა უნდა, აქ იმის პოვნა შეუძლია" - საქართველოს პოპულარული მსახიობი სტუმრობდა
Sputnik საქართველო
ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T16:59+0400
2022-07-01T16:59+0400
2022-07-01T21:29+0400
ტურიზმი საქართველოში
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24362/91/243629198_0:41:1001:604_1920x0_80_0_0_cf9097839e05b47f4b9a7222bd588077.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ინფოტურის ფარგლებში ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.მსახიობი საქართველოში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.„ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე, მაგრამ ინტენსიურად დატვირთული, იმდენი საინტერესო ადგილი მოვინახულე ამ ხუთ დღეში, და მინდა გითხრათ, რომ მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში", – აცხადებს საუდ ალ ქააბი, ინფლუენსერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა.საქართველო საუდის არაბეთიდან ტურისტებს იზიდავს>>„მის გვერდზე რამდენიმე დღეში უკვე ათიათასობით მოწონება დაიმსახურა ჩვენი ქვეყნის ტურისტულმა პროდუქტმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტური მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას", – თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.ჯანიაშვილის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები დღეს საქართველოსთვის უმთავრეს მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.ამ ინფოტურის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24362/91/243629198_70:0:929:644_1920x0_80_0_0_051d3768b695cdd20559549eb256083f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველო, ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველო, ახალი ამბები
„ვისაც რა უნდა, აქ იმის პოვნა შეუძლია" - საქართველოს პოპულარული მსახიობი სტუმრობდა
16:59 01.07.2022 (განახლებულია: 21:29 01.07.2022) ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ინფოტურის ფარგლებში ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.
„ეს იყო საოცარი მოგზაურობა, მომეწონა ყველაფერი, რაც ვნახე; არაჩვეულებრივი ბუნება, ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად მზადაა ტურისტების მისაღებად, არაჩვეულებრივი რეზორტები, რომლებსაც ყველაფერი აქვს თავგადასავლებისთვის, ბავშვებისთვის, საქორწინო მოგზაურობებისთვის. ვისაც რა უნდა, იმის პოვნა შეუძლია საქართველოში", – დაწერა საუდ ალ ქააბმა.
მსახიობი საქართველოში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
„ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე, მაგრამ ინტენსიურად დატვირთული, იმდენი საინტერესო ადგილი მოვინახულე ამ ხუთ დღეში, და მინდა გითხრათ, რომ მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში", – აცხადებს საუდ ალ ქააბი, ინფლუენსერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა.
„მის გვერდზე რამდენიმე დღეში უკვე ათიათასობით მოწონება დაიმსახურა ჩვენი ქვეყნის ტურისტულმა პროდუქტმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტური მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას", – თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ჯანიაშვილის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები დღეს საქართველოსთვის უმთავრეს მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.
ამ ინფოტურის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაა.