შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩს უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerაშშ-ის და საქართველოს დროშები
აშშ-ის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ხელისუფლება იყენებს „ფეესბეს ნარატივებს“, თითქოს დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, განაცხადა ელჩმა.
თბილისი, 1 ივლისი − Sputnik. „ფეესბეს“ სახელმძღვანელოებს არ ვკითხულობ, ელჩის კომენტარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების პასუხად.
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება იყენებს „ფეესბეს ნარატივებს“, თითქოს დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

„არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. „ფეესბეს“ (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ „საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება“. ეს ფრაზა მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ოპოზიციის, ასევე აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატების, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის ტონი ბლინკენის მრჩევლის კარინ დონფრიდის და თავად კელი დეგნანის მხრიდან. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის მეორე ფრონტის იძულება კრემლის გამოგონილია. თუმცაღა, უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დანილოვმა და კიევის სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს დაპირისპირებისკენ რუსეთთან, მათ შორის, აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0