ორბელიანის მოედანზე „ზაფხულის ქარავანი“ გელოდებათ

© photo: Sputnikსავაჭრო ცენტრი
სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
გამოფენა-ბაზრობა „ქარავანი“ ივლისის ბოლომდე ყოველ უქმეებზე გაიმართება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გამოფენა-ბაზრობა „ზაფხულის ქარავანი“ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით ორბელიანის მოედანზე 1 ივლისს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ ფუდ-მარკეტს, რათა გასინჯონ სხვადასხვა გემრიელობები. ყურადღების გარეშე არ დარჩებიან ბავშვებიც – მათთვის ორგანიზატორებმა გასართობი ზონა მოაწყვეს.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ბექა გოჩიაშვილი, თემურიკო დიასამიძე, OCD (გუგა ხელაია), Kevana და ა.შ.
გამოფენა-ბაზრობა „ქარავანი“ ივლისის ბოლომდე ყოველ უქმეებზე გაიმართება. 3 ივლისს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ღია ცის ქვეშ, დიდ მონიტორზე უყურონ რაგბიში საქართველო-არგენტინის მატჩს.
ყველა ახალი ამბავი
0