https://sputnik-georgia.com/20220701/ombudsmenis-serceva-268093593.html
„ოცნება“ საპარლამენტო ოპოზიციას ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაში ჩართვას სთავაზობს
„ოცნება“ საპარლამენტო ოპოზიციას ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაში ჩართვას სთავაზობს
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T19:49+0400
2022-07-01T19:49+0400
2022-07-01T22:38+0400
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი 2017 წლის 8 დეკემბრიდან ნინო ლომჯარიაა, მას უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ლომჯარიას მმართველი გუნდი მუდმივად აკრიტიკებდა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა.კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციისთვის სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიური პროცედურის შეთავაზება უზრუნველყოფს ომბუდსმენის პოზიციაზე ისეთი პირის წარდგენას, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.საქართველოს სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერა.კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
„ოცნება“ საპარლამენტო ოპოზიციას ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაში ჩართვას სთავაზობს
19:49 01.07.2022 (განახლებულია: 22:38 01.07.2022) სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი 2017 წლის 8 დეკემბრიდან ნინო ლომჯარიაა, მას უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ლომჯარიას მმართველი გუნდი მუდმივად აკრიტიკებდა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა.
კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციისთვის სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიური პროცედურის შეთავაზება უზრუნველყოფს ომბუდსმენის პოზიციაზე ისეთი პირის წარდგენას, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.
„ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, სახალხო დამცველის არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერა.
კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.