Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო...“ - ნუკი კოშკელიშვილი ღალატზე

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არ იკლებს. უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ამერიკელ მეუღლეს, ბენს დაშორდა, თუმცა ტელესახე ამას უარყოფს. მეტიც, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაიგებს, რომ მეორე ნახევარი ღალატობს, „სიცილით გასკდება“.
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
ყვითელი ამბები
„მაჭანკალიც გავხდი“ - ნუკი კოშკელიშვილმა გაცნობის აპლიკაცია შექმნა

„როცა აღარ დაწერენ, ესე იგი აღარ ვაინტერესებ ხალხს. მე და ბენს ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი, აგერ უკვე 9 წელია, ერთად ვართ. წარმოუდგენელია ეს ამბავი, რომ მას ვინმე შეიძლება ჰყავდეს. ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით. მე, ზოგადად, ურთიერთობაში მსუბუქი ვარ, ბენი ურთულესი კაცია“, – განაცხადა კოშკელიშვილმა გადაცემა „ვიზიტორში“.

მსახიობი რამდენიმე წელია გათხოვების შემდეგ ამერიკაში ცხოვრობს. ნუკი ექიმ ბენ ხაიმზეა დაქორწინებული და პატარა ვაჟს ოლივერს ზრდის.
ყველა ახალი ამბავი
0