კონკურენციის სააგენტო ევროპის უნივერსიტეტის მიერ „ჯო ენის ჰოსპიტლის“ შეძენით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სულ ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ევროპის უნივერსიტეტისა და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტო განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.
სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 27 აპრილს ევროპის უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ შეძენა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კლინიკასთან გაერთიანებისას უნივერსიტეტი ვალდებული იყო სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით ეცნობებინა.
სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი წლიური ბრუნვა აღემატება 20 მილიონ ლარს, ან კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
უწყების ინფორმაციით, ევროპის უნივერსიტეტს 15 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოში მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 8 ივლისამდე აქვთ.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ თანხის 5%-ით ჯარიმდებიან.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სულ ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ერთი საკითხი ეხებოდა სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი – სამშენებლო სექტორს.
ყველა ახალი ამბავი
0