თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდული ნაკრები რომში ასპარეზობას იწყებს

© courtesy of GeoWrestlingჭიდაობა
ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ტურნირზე ჩემპიონ-პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იტალიის დედაქალაქ რომში დღეს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
ტურნირზე მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდება, საქართველოს ნაკრები კი შეჯიბრებაში სრული შემადგენლობით იასპარეზებს.
ქართველი მოჭიდავეების სრული შემადგენლობა:
57კგ – ლუკა ღვინჯილია
61კგ – დავით აბდალაძე
65კგ – ლუკა ჯანეზაშვილი
70კგ – დავით კუჭუაშვილი
74კგ – ლუკა ჩხიტუნიძე
79კგ – ოთარ ადეიშვილი
86კგ – დავით კოღუაშვილი
92კგ – ანდრო მარგიშვილი
97კგ – ლუკა ხუჭუა
125კგ – მერაბ სულეიმანიშვილი.
მანამდე რომში წარმატებით იასპარეზეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა (U20). ქართველმა ფალავნებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპირველობაზე ჩემპიონობა ნიკა ბროლაძემ (67კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82კგ) მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0