https://sputnik-georgia.com/20220701/268093206.html
„გაკვირვებული ვართ“: საგარეო უწყებამ საფრანგეთში ელჩის გადადგომის მიზეზი დაასახელა
„გაკვირვებული ვართ“: საგარეო უწყებამ საფრანგეთში ელჩის გადადგომის მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც „საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და... 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T19:34+0400
2022-07-01T19:34+0400
2022-07-01T22:35+0400
საქართველო
პოლიტიკა
საფრანგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ელჩი საფრანგეთში თანამდებობიდან იმის გამო გამოვიწვიეთ, რომ უწყება მისი მუშაობით კმაყოფილი არ იყო, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თანამდებობა დატოვა>>საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.უწყების ცნობით, კატუკიამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა.ამასთან სამინისტროს განმარტებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც „საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“ მოითხოვს.თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. ის ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
„გაკვირვებული ვართ“: საგარეო უწყებამ საფრანგეთში ელჩის გადადგომის მიზეზი დაასახელა
19:34 01.07.2022 (განახლებულია: 22:35 01.07.2022) სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც „საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“ მოითხოვს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ელჩი საფრანგეთში თანამდებობიდან იმის გამო გამოვიწვიეთ, რომ უწყება მისი მუშაობით კმაყოფილი არ იყო, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„გაკვირვებული ვართ ქალბატონი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კატუკიამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა.
ამასთან სამინისტროს განმარტებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც „საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“ მოითხოვს.
თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. ის ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.