ზოდიაქო: ვის ელოდება წარმატება 2022 წლის ივლისში

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით
გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
ივლისი ხელსაყრელი თვეა ასტროლოგიური მოვლენების კუთხით. ექსპერტებმა ზოდიაქოს ოთხი ნიშანი გამოყვეს, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ.
ივლისში სამყაროს მართვას ვენერას აღმშენებლობითი ენერგეტიკა გააგრძელებს. ის დაეხმარება ადამიანებს სირთულეების დაძლევაში ისე, რომ მხოლოდ მცირე ენერგია დახარჯონ. ამასთან, ვენერა ბევრ წარმატებას ჰპირდება ზოდიაქოს ოთხ, თავის რჩეულ ნიშანს.
კურო: კუროები წარმატებული სასიყვარულო სფეროში იქნებიან. ეს ამურულ სცენაზე მათი გამოსვლის დროა. დადგა მომენტი, როდესაც საჭიროა მოქმედება, თან მტკიცედ და თამამად. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც თავის სიყვარულს ეძებს.
ვინც უკვე იპოვა თავისი სიყვარული, მან მეტი დრო უნდა გაატაროს მასთან. არ დაივიწყოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები, დაუჭირეთ მათ მხარი სიტყვითა და საქმით. არ შეუშინდეთ თქვენს გრძნობებზე ლაპარაკს.
სასწორი: გექნებათ დიდი ენერგია, ამიტომ შეძლებთ ყველაზე რთულ ამოცანებთან გამკლავებას. მეტი წარმატება გელოდებათ, თუ ირგვლივ მყოფებს დაეხმარებით. მაგრამ ეს ალტრუიზმში არ უნდა გადაიზარდოს – დაეხმარეთ მათ ისე, რომ საკუთარ თავს არ ავნოთ.
ვენერა გაააქტიურებს თქვენი ენერგიის ფარულ მარაგებს, ასე რომ, შეძლებთ უფრო პროდუქტიულად მუშაობას. ეს პირად საქმეებშიც აისახება. ნაკლებად დაიღლებით და შეძლებთ იმის გაკეთებას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
თხის რქა: პლანეტები და, მათ შორის, ვენერა დაგეხმარებათ შრომისუნარიანობის გაზრდაში, ენერგეტიკის განმტკიცებაში. თქვენთვის დგება იდეალური მომენტი, რომ ყველაფერს ერთდროულად შეეჭიდოთ. მთავარია, შუა გზაზე არ მიატოვოთ საქმე.
არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ თქვენს რწმენას, შეხედულებებს. მნიშვნელოვანია, რომ ამბიციები შესაბამისი მოქმედებებით განამტკიცოთ. თუ გინდათ წარმატებების მიღწევა ფინანსურ თუ სხვა საკითხებში, თამამად შეუდექით საქმეებს.
თევზები: მადლობა უთხარით ვენერას, რადგან ის დაგეხმარებათ შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გახსნაში. ამას შეძლებთ ნებისმიერ სფეროში – სიყვარულში, სამუშაოზე, პირად საქმეებში.
ივლისი თქვენთვის ასევე სასიამოვნო სიურპრიზების დრო იქნება. კოსმოსის გავლენა უაღრესად პოზიტიურია. პლანეტა დაგეხმარებათ შინაგანი განცდებისგან გათავისუფლებაში, დადებითი განწყობის მოპოვებაში.
ყველა ახალი ამბავი
0