წყალბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

© Pixabay / kidsnewshuწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ხვალ იაპონიას დაუპირისპირდება, სადაც მე-9 ადგილის მფლობელი გაირკვევა.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის გუნდი დაამარცხა და საუკეთესო ათეულში ადგილი გაინაღდა.
დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მერვედფინალურ ეტაპზე ხორვატიასთან მარცხის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრები დიდი ანგარიშით – 20:7 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება მეცხრე ადგილის მოსაპოვებლად.
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ ქართველი წყალბურთელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, რაც საწყის წუთებშივე აისახა. პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ტრიბუნებიდან აკვირდებოდნენ იაპონიის ნაკრების წყალბურთელები, რომლებმაც მანამდე ავსტრალია დაამარცხეს (15:7).
ამასთან, უკვე გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებიც მედლებისთვის იბრძოლებენ. ნახევარფინალში საბერძნეთი იტალიას, ხოლო ესპანეთი ხორვატიას შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0