https://sputnik-georgia.com/20220630/volodini-nato-268019356.html
ვოლოდინი: სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს
ვოლოდინი: სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ნატოში ახალი ქვეყნების შესვლა ალიანსის გაფართოებას კი არ გამოიწვევს რუსეთის საზღვრებთან, პირიქით − ეს ნატოს საზღვრებთან იქნება... 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T11:27+0400
2022-06-30T11:27+0400
2023-07-20T15:45+0400
ნატო
რუსეთი
პოლიტიკა
ფინეთი
შვედეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24676/22/246762286_0:0:3166:1782_1920x0_80_0_0_20b6768dc11b10eb3a522db04b4c53c9.jpg
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ნატოში ახალი ქვეყნების შესვლა ალიანსის გაფართოებას კი არ გამოიწვევს რუსეთის საზღვრებთან, პირიქით − ეს ნატოს საზღვრებთან იქნება მეტი რუსეთი, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 29 ივნისს, როდესაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლაზე თურქეთის თანხმობის მემორანდუმის ხელმოწერაზე აკეთებდა კომენტარს, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზანს ევროპაში ნატოს ყოფნის შემცირებაზე.თურქეთმა 29 ივნისს ხელი მოაწერა თანხმობის მემორანდუმს, რაც შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. იმისათვის, რომ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდნენ, ნატოს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი მათ განაცხადს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, იყო თურქეთი: ანკარა უკმაყოფილო იყო, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი მხარს უჭერდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ფინეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24676/22/246762286_270:0:3001:2048_1920x0_80_0_0_350c34334e42095cf9ae5311fbe637ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნატო , რუსეთი, პოლიტიკა, ფინეთი, შვედეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ნატო , რუსეთი, პოლიტიკა, ფინეთი, შვედეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ნატოში ახალი ქვეყნების შესვლა ალიანსის გაფართოებას კი არ გამოიწვევს რუსეთის საზღვრებთან, პირიქით − ეს ნატოს საზღვრებთან იქნება მეტი რუსეთი, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
„იენს სტოლტენბერგი იტყობინება, რომ რუსეთი თავის საზღვრებთან მეტ ნატოს მიიღებს. ის ნაადრევად ხარობს. სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია. თუ ფინეთი და შვედეთი ნატოს ბლოკს შეუერთდებიან, მის საზღვრებთან მეტი რუსეთი იქნება“, − წერს პოლიტიკოსი Telegram-არხზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 29 ივნისს, როდესაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლაზე თურქეთის თანხმობის მემორანდუმის ხელმოწერაზე აკეთებდა კომენტარს, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზანს ევროპაში ნატოს ყოფნის შემცირებაზე.
„ეს არის სიგნალი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ ნატოს კარი ღია რჩება ახალი ქვეყნებისთვის. ეს არის იმის საპირისპირო, რაც მას სურდა. მას ნაკლები ნატო უნდოდა [რუსეთის საზღვრებთან], მაგრამ ახლა უფრო მეტ ნატოს მიიღებს“, − განაცხადა სტოლტენბერგმა.
თურქეთმა 29 ივნისს ხელი მოაწერა თანხმობის მემორანდუმს, რაც შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. იმისათვის, რომ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდნენ, ნატოს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი მათ განაცხადს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, იყო თურქეთი: ანკარა უკმაყოფილო იყო, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი მხარს უჭერდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.