რას ვჭამთ: უსაფრთხოა თუ არა ნაყინი საქართველოში - სურსათის სააგენტოს შემოწმების შედეგები

CC BY 2.0 / m01229 / Ice cream sundaes from Dumsersნაყინი ხილით
ნაყინი ხილით - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს განაგრძობს.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული ნაყინი შეამოწმა, აღებულ ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტორებმა ნაყინის ნიმუშები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიღეს.

„სურსათში სალმონელასა და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით 100 ნიმუშს ჩაუტარდა კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენესი არის პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელმაც ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ინფექციური დაავადებები – სალმონელოზი და ლისტერიოზი.
უწყების ცნობით, სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.
ყველა ახალი ამბავი
0