თბილისში 4.500-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© Pixabay / PhotoMIX-Companyგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
შეზღუდვები შეეხება დიდუბის, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს.
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დედაქალაქში 4.500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 30 ივნისის 22:00 სთ-დან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება დიდუბის, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ასევე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, საჯარო სკოლას და ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების მიწოდება დაიწყება 1 ივლისის 10:00 საათიდან და 20:00 საათამდე გაზის მიწოდება მოსახლებას სრულად აღუდგება.
ზუსტი მისამართების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0