https://sputnik-georgia.com/20220630/shemosavlebis-samsaxuris-rs-car-regionis-mosaxleobas-moemsaxureba-268036934.html
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი RS CAR მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი RS CAR მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების... 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T16:17+0400
2022-06-30T16:17+0400
2022-06-30T20:59+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252173987_0:105:2049:1257_1920x0_80_0_0_b46d1cf1f3da2140e0fe30bb88a7af1d.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 4-დან 22 ივლისამდე მოემსახურებიან.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 19 ლოკაციაზე მოემსახურება, იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის განთავსებული.მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.მაღალმთიანეთის დახმარება: სამ წელიწადში თითქმის 1 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება>>>რაც შეეხება ლოკაციებს, ესენია: ლანჩხუთი, გურჯაანი, ხულო, ახმეტა, ლენტეხი, ყვარელი, ხონი, დუშეთი, ვანი, ამბროლაური, კასპი, ბაღდათი, მარტვილი, ტყიბული, ცაგერი, საჩხერე, ონი, ყაზბეგი, ამბროლაური.გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.https://rs.ge/NewsArchive?newsId=686 - ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252173987_116:0:1931:1361_1920x0_80_0_0_e9e4f95ecb6af8313066797fd684b0e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი RS CAR მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება
16:17 30.06.2022 (განახლებულია: 20:59 30.06.2022) შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების გაწევა შეუძლია.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 4-დან 22 ივლისამდე მოემსახურებიან.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 19 ლოკაციაზე მოემსახურება, იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის განთავსებული.
მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
რაც შეეხება ლოკაციებს, ესენია: ლანჩხუთი, გურჯაანი, ხულო, ახმეტა, ლენტეხი, ყვარელი, ხონი, დუშეთი, ვანი, ამბროლაური, კასპი, ბაღდათი, მარტვილი, ტყიბული, ცაგერი, საჩხერე, ონი, ყაზბეგი, ამბროლაური.
გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.
მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.
https://rs.ge/NewsArchive?newsId=686 - ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.