https://sputnik-georgia.com/20220630/setakebebi-aqciis-molodinsi-ra-ver-gaiyves-xelisuflebis-da-opoziciis-aqtivistebma-268063324.html
შეტაკებები აქციის მოლოდინში: რა ვერ გაიყვეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის აქტივისტებმა
შეტაკებები აქციის მოლოდინში: რა ვერ გაიყვეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის აქტივისტებმა
Sputnik საქართველო
ოპოზიციის მოწინააღმდეგეებმა 3 ივლისის აქციის წინ საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადეს
2022-06-30T20:11+0400
2022-06-30T20:11+0400
2022-06-30T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267660095_0:121:1280:841_1920x0_80_0_0_0821151cd61aa2ded4aa8245353f0dd8.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სახალხო მოძრაობის საინფორმაციო კამპანია თბილისსა და რეგიონებში შეტაკებებით დასრულდა.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება. ულტიმატუმს ვადა პარასკევს ეწურება. 3 ივლისს კი ახალი აქციაა დაანონსებული.ოპოზიციური მასმედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს მმართველი პარტიის აქტივისტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში მას შემდეგ, რაც სახალხო მოძრაობის წევრებმა დაიწყეს ფლაერების დარიგება და სტუდენტებს 3 ივლისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ამჯერად ინციდენტი დაკავებების გარეშე დასრულდა.დაძაბული სიტუაცია იყო ასევე სახალხო მოძრაობის მხარდამჭერების შეხვედრებზე, რომლებიც რეგიონებში უნდა გამართულიყო.პოეტი ლაშა ბუღაძე და ტელეწამყვანი, წარსულში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.მართველი პარტიის მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ოპოზიციონერებს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მისვლის საშუალება არ მისცეს.ლაშა ბუღაძის თქმით, ისინი აპირებდნენ ახალგაზრდებთან საუბარს იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ევროკავშირში შესვლა.ამავე დროს „სირცხვილიას“ ლიდერ გიგა მაქარაშვილს ხელი შეუშალეს ჩაეტარებინა შეხვედრა მოსახლეობასთან ბათუმში, სადაც ის მოუწოდებდა ყველას, შეუერთდნენ 3 ივლისის აქციას.იმ ახალგაზრდების თქმით, რომლებმაც ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს შეხვედრა ჩაუშალეს, სახალხო მოძრაობის ლიდერები ხალხს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ აქციაში არა იმიტომ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციას, არამედ მათ სურთ „რევოლუციის მოწყობა, რათა ხელისუფლება დაამხონ“.„არ მივცემთ უფლებას ჩაატარონ აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით“, – განაცხადა ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ.ინციდენტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან ოპოზიცია პოლარიზაციის გაძლიერებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ შეუშალა ხელი მმართველი პარტიის ოპონენტებს მოსახლეობასთან შეხვედრის ჩატარებაში.კიდევ რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა ზუგდიდსა და ხონში, სადაც ოპოზიცია სამეგრელოს მოსახლეობას ხვდებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267660095_0:1:1280:961_1920x0_80_0_0_467a19340e472fe6076d786d604fb038.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შეტაკებები აქცია კამპანია ხელისუფლება პარტაქტივი ოპოზიცია აქტივისტები
შეტაკებები აქცია კამპანია ხელისუფლება პარტაქტივი ოპოზიცია აქტივისტები
შეტაკებები აქციის მოლოდინში: რა ვერ გაიყვეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის აქტივისტებმა
20:11 30.06.2022 (განახლებულია: 22:12 30.06.2022) ხელისუფლების მომხრეებმა 3 ივლისის აქციის წინ საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადეს.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სახალხო მოძრაობის საინფორმაციო კამპანია თბილისსა და რეგიონებში შეტაკებებით დასრულდა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება. ულტიმატუმს ვადა პარასკევს ეწურება. 3 ივლისს კი ახალი აქციაა დაანონსებული.
ოპოზიციური მასმედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს მმართველი პარტიის აქტივისტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში მას შემდეგ, რაც სახალხო მოძრაობის წევრებმა დაიწყეს ფლაერების დარიგება და სტუდენტებს 3 ივლისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ამჯერად ინციდენტი დაკავებების გარეშე დასრულდა.
დაძაბული სიტუაცია იყო ასევე სახალხო მოძრაობის მხარდამჭერების შეხვედრებზე, რომლებიც რეგიონებში უნდა გამართულიყო.
პოეტი ლაშა ბუღაძე და ტელეწამყვანი, წარსულში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
მართველი პარტიის მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ოპოზიციონერებს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მისვლის საშუალება არ მისცეს.
„მე მაქვს უფლება ვიყო პოლიტიკურად აქტიური, ამიტომ მოვედი და არავის მივცემ ნებას, იაქტიუროს ერეკლე მეფის ქალაქში“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ლაშა ბუღაძის თქმით, ისინი აპირებდნენ ახალგაზრდებთან საუბარს იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ევროკავშირში შესვლა.
„ეს ყველაფერი არის ხელოვნური, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს თემები იწვევდეს ასეთ რეაქციას ბუნებრივად. ეს, როგორც ჩანს, არის „ქართული ოცნების“ დავალება“, – განაცხადა ბუღაძემ.
ამავე დროს „სირცხვილიას“ ლიდერ გიგა მაქარაშვილს ხელი შეუშალეს ჩაეტარებინა შეხვედრა მოსახლეობასთან ბათუმში, სადაც ის მოუწოდებდა ყველას, შეუერთდნენ 3 ივლისის აქციას.
იმ ახალგაზრდების თქმით, რომლებმაც ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს შეხვედრა ჩაუშალეს, სახალხო მოძრაობის ლიდერები ხალხს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ აქციაში არა იმიტომ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციას, არამედ მათ სურთ „რევოლუციის მოწყობა, რათა ხელისუფლება დაამხონ“.
„არ მივცემთ უფლებას ჩაატარონ აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით“, – განაცხადა ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ინციდენტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან ოპოზიცია პოლარიზაციის გაძლიერებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ შეუშალა ხელი მმართველი პარტიის ოპონენტებს მოსახლეობასთან შეხვედრის ჩატარებაში.
„როცა ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, ამ პოლარიზაციის გამო რომ მოქალაქეებთან კონფლიქტი აქვს, ეს არათუ არათანმიმდევრული, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა... არ ვიცი, იქ ვინ იყო და ვინ არა, ვინ შეუშალა ხელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კიდევ რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა ზუგდიდსა და ხონში, სადაც ოპოზიცია სამეგრელოს მოსახლეობას ხვდებოდა.