https://sputnik-georgia.com/20220630/ra-piroba-misca-garibashvilma-sharl-mishels-268037601.html
შეხვედრა შედგა: რა პირობა მისცა ღარიბაშვილმა შარლ მიშელს
შეხვედრა შედგა: რა პირობა მისცა ღარიბაშვილმა შარლ მიშელს
Sputnik საქართველო
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო. 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T15:50+0400
2022-06-30T15:50+0400
2022-06-30T20:41+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261644473_0:360:2205:1600_1920x0_80_0_0_c43c6200852716c25e0fc793843029c3.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს პირობა მისცა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა საქართველოს პრემიერის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, როგორც შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა.ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს პრემიერთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შარლ მიშელიც.„გასულ კვირაში ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის საკითხი. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ ესოდენ აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“, – დაწერა მიშელმა.ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261644473_356:400:1956:1600_1920x0_80_0_0_76667bd38e991926534f369d6c23755e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
შეხვედრა შედგა: რა პირობა მისცა ღარიბაშვილმა შარლ მიშელს
15:50 30.06.2022 (განახლებულია: 20:41 30.06.2022) ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს პირობა მისცა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა საქართველოს პრემიერის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, როგორც შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა.
ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, განაცხადა ღარიბაშვილმა.
„საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობის ვალდებულება“, – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერზე“.
საქართველოს პრემიერთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შარლ მიშელიც.
„გასულ კვირაში ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის საკითხი. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ ესოდენ აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“, –
დაწერა მიშელმა.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.