https://sputnik-georgia.com/20220630/qalis-welis-garsemoweriloba-268040435.html
დასახელდა წელის სახიფათო ზომა ქალებში: საშიში დაავადებების ნიშანი
დასახელდა წელის სახიფათო ზომა ქალებში: საშიში დაავადებების ნიშანი
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს წელის გარშემოწერილობის სახიფათო ზომა გარკვეული ასაკის ქალებისთვის, წერს JAMA Network Open. 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T17:29+0400
2022-06-30T17:29+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768057_107:0:1815:961_1920x0_80_0_0_9488bf11e86d5892f56770277f9e9c3c.jpg
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს წელის გარშემოწერილობის სახიფათო ზომა გარკვეული ასაკის ქალებისთვის, წერს JAMA Network Open.აიოვას უნივერსიტეტის სწავლულებმა 150 ათასი ამერიკელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკი 50-დან 79 წლამდე მერყეობდა. პაციენტებზე დაკვირვება 1993 წლიდან 2017 წლამდე მიმდინარეობდა. დაკვირვების დასრულების შემდეგ სწავლულებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს. მათი თქმით, დაავადებების განვითარებაში სხეულის მასის ინდექსის (BMI) როლი უნდა გადაიხედოს.კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ნორმალური BMI-ს მქონე ქალებში დაავადებების რისკი ისეთივეა, როგორიც სხეულის მაღალი მასის ინდექსის მქონეებში. ასე რომ, საქმე არა BMI-ში, არამედ წელის გარშემოწერილობის ზომაშია. სწორედ წელის არეში არსებული ზედმეტი ცხიმი განაპირობებს დიაბეტს, კიბოსა და ინფარქტს.აიოველი მეცნიერების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ნორმალური წონისა და ასევე ნორმალური BMI-ის მქონე ქალები, რომელთა წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტს შეადგენდა, უფრო მეტად იყვნენ რისკის ქვეშ: მათი ორი წლის განმავლობაში გარდაცვალების შანსი სხვებთან შედარებით 31%-ით მაღალი იყო. ნაკლები ზომის წელის მქონეებს კი ნაკლებად ემუქრებოდათ გულის დაავადებები თუ კიბო.კვლევის ავტორები სთავაზობენ მედიკოსებს, ჩართონ სტანდარტულ სამედიცინო შემოწმებაში ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა წელის გარშემოწერილობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768057_320:0:1601:961_1920x0_80_0_0_b87ddab9ab82651f9be2acf73829fbea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
დასახელდა წელის სახიფათო ზომა ქალებში: საშიში დაავადებების ნიშანი
17:29 30.06.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს წელის გარშემოწერილობის სახიფათო ზომა გარკვეული ასაკის ქალებისთვის, წერს
JAMA Network Open. აიოვას უნივერსიტეტის სწავლულებმა 150 ათასი ამერიკელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკი 50-დან 79 წლამდე მერყეობდა. პაციენტებზე დაკვირვება 1993 წლიდან 2017 წლამდე მიმდინარეობდა. დაკვირვების დასრულების შემდეგ სწავლულებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს. მათი თქმით, დაავადებების განვითარებაში სხეულის მასის ინდექსის (BMI) როლი უნდა გადაიხედოს.
„მიჩნეულია, რომ სხეულის მასის ინდექსი იწვევს ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორებიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაგრამ ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ თავისთავად BMI არანაირად არ ზრდის დაავადებების განვითარების რისკს“, − ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ვეი ბაო.
კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ნორმალური BMI-ს მქონე ქალებში დაავადებების რისკი ისეთივეა, როგორიც სხეულის მაღალი მასის ინდექსის მქონეებში. ასე რომ, საქმე არა BMI-ში, არამედ წელის გარშემოწერილობის ზომაშია. სწორედ წელის არეში არსებული ზედმეტი ცხიმი განაპირობებს დიაბეტს, კიბოსა და ინფარქტს.
აიოველი მეცნიერების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ნორმალური წონისა და ასევე ნორმალური BMI-ის მქონე ქალები, რომელთა წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტს შეადგენდა, უფრო მეტად იყვნენ რისკის ქვეშ: მათი ორი წლის განმავლობაში გარდაცვალების შანსი სხვებთან შედარებით 31%-ით მაღალი იყო. ნაკლები ზომის წელის მქონეებს კი ნაკლებად ემუქრებოდათ გულის დაავადებები თუ კიბო.
კვლევის ავტორები სთავაზობენ მედიკოსებს, ჩართონ სტანდარტულ სამედიცინო შემოწმებაში ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა წელის გარშემოწერილობა.