https://sputnik-georgia.com/20220630/putini-nato-268036728.html
„გინდათ? - კი, ბატონო“: პუტინის კომენტარი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე
„გინდათ? - კი, ბატონო“: პუტინის კომენტარი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. მოსკოვს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, ამიტომ მათი პოტენციური შესვლა ნატოში რუსეთის... 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T14:32+0400
2022-06-30T14:32+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ნატო
ფინეთი
შვედეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267577081_0:183:2850:1786_1920x0_80_0_0_eb4b05585a88814b7d5543a020b857cf.jpg
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. მოსკოვს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, ამიტომ მათი პოტენციური შესვლა ნატოში რუსეთის შეშფოთების საგანი არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშხაბადში კასპიის სამიტის შემდეგ.ამასთან რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების შემთხვევაში მოსკოვის მხრიდან იძულებითი საპასუხო ზომები არ გამოირიცხება.„ადრე არანაირი საფრთხე არ ყოფილა. თუ სამხედრო კონტინგენტი და ინფრასტრუქტურა განთავსდება, იძულებული გავხდებით სარკისებურად ვუპასუხოთ და ისეთივე საფრთხეები შევქმნათ იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ისინი გვემუქრებიან“, − განაცხადა პუტინმა.მან სიცრუე უწოდა თეზისს იმის შესახებ, რომ რუსეთის მიზანმა, გაეწია ალიანსის ძალები თავისი საზღვრებიდან შორს კიევისთვის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლით, უკუშედეგი გამოიწვია, ოღონდ უკვე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის მხრიდან.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.
ფინეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267577081_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_14fee016f32da77a905fcd9acecd1297.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ნატო , ფინეთი, შვედეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ნატო , ფინეთი, შვედეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. მოსკოვს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, ამიტომ მათი პოტენციური შესვლა ნატოში რუსეთის შეშფოთების საგანი არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშხაბადში კასპიის სამიტის შემდეგ.
„რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც, სამწუხაროდ, გვაქვს უკრაინასთან... ჩვენ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც ფინეთის ან შვედეთის ნატოში გაწევრიანების კუთხით შეგვაწუხებს. გინდათ? − კი ბატონო“, − აღნიშნა პუტინმა.
ამასთან რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების შემთხვევაში მოსკოვის მხრიდან იძულებითი საპასუხო ზომები არ გამოირიცხება.
„ადრე არანაირი საფრთხე არ ყოფილა. თუ სამხედრო კონტინგენტი და ინფრასტრუქტურა განთავსდება, იძულებული გავხდებით სარკისებურად ვუპასუხოთ და ისეთივე საფრთხეები შევქმნათ იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ისინი გვემუქრებიან“, − განაცხადა პუტინმა.
მან სიცრუე უწოდა თეზისს იმის შესახებ, რომ რუსეთის მიზანმა, გაეწია ალიანსის ძალები თავისი საზღვრებიდან შორს კიევისთვის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლით, უკუშედეგი გამოიწვია, ოღონდ უკვე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის მხრიდან.
„ჩვენთვის ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატოში სულაც არ არის იგივე, რაც უკრაინის გაწევრიანებაა. ეს სრულიად განსხვავებული რამაა. მათ ეს ძალიან კარგად ესმით. უბრალოდ საზოგადოებას თავს ახვევენ ამ თეზისს, რომ რუსეთს არ უნდოდა, ახლა კი ორმაგად მიიღო. არა, ეს აბსოლუტურად სხვა რამაა“, − განმარტა პუტინმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.