თბილისში მეგრული სამზარეულოს დღე ჩატარდება

© courtesy of Author's cookingბაჟე და ელარჯის ბურთულები
ბაჟე და ელარჯის ბურთულები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
სტუმრები ელარჯისა და გებჟალიის მომზადების მასტერ-კლასზე დასწრებას შეძლებენ.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. „ბაზარი ორბელიანზე“ 2 ივლისს მეგრული სამზარეულოს დღეს უმასპინძლებს.
ამ დღეს ფერმერები სამეგრელოდან სტუმრებისთვის თავიანთ პროდუქტებს – ყველს, თაფლს, ღვინოსა და ჩაის წარმოადგენენ.
დღის ბოლოს ცნობილი მეგრული კერძების – ელარჯისა და გებჟალიის მომზადების მასტერ-კლასი გაიმართება.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0