Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გაიცნო ერთი გოგონა... ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო“ - ლევან კბილაშვილის უცნობი რომანი

© courtesy of Levan Kbilashviliლევან კბილაშვილი
ლევან კბილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
მომღერალ ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი საზოგადოება შეძრა, მომხდარს ყველა განიცდის.
მუსიკოსი დათო ლონდარიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გარდაცვლილ კოლეგასა და დიდი ხნის მეგობარს ლევან კბილაშვილს იხსენებს და მისი უცნობი რომანის შესახებ საუბრობს.

„გაიცნო ერთი გოგონა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ „ვოისში“ მიეღოთ მონაწილეობა. დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა გამოსვლამ. ამ ქვეყანაში ექვსი წელი დაჰყო, ამასობაში იმ გოგონას დაშორდა. ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. ბოლო დროს სულ ფიქრობდა, არჩევანში იყო. უნდოდა ოჯახი გაეხარებინა, რაღაც ვერ მოაბა თავი. უზომოდ ბევრს შრომობდა“, – ამბობს მუსიკოსი.

ლევან კბილაშვილი ლიუბა უსპენსკაიასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
ყვითელი ამბები
„ტელეფონზე არ მპასუხობ, სამი დღეა შენი ხმა არ გამიგია...“ - ლევან კბილაშვილის დედა
ლევან კბილაშვილი რუსეთში The Voice-ის რუსული ვერსიის მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე ლევანის „მწვრთნელი“ იყო ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
„გოლოსის“ შემდეგ ლევანი დარჩა მოსკოვში და აქტიურად დაიწყო მუშაობა თავის სოლო კარიერაზე. გამოდიოდა ცნობილ მომღერალთან ლიუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევანმა რამდენჯერმე გადაიტანა კორონავირუსი და მის შემდგომ გართულებებს ებრძოდა, აწუხებდა მენჯი, ჯოხითაც კი გადაადგილდებოდა და ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0