თბილისში გაიმართება კონცერტი აზერბაიჯანელი და ბერძენი მუსიკოსების მონაწილეობით

© photo: Sputnikთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
კონცერტის ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროებში და ონლაინ.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ სცენაზე 2 ივლისს გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები აზერბაიჯანიდან და საბერძნეთიდან.
საღამოზე წარდგება ფლეიტისტი საბერძნეთიდან სტათის კარაპანოსი. მას თანხლებას გაუწევს გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აზერბაიჯანელი ფუად იბრაჰიმოვის დირიჟორობით.
© Tbilisi Conservatoireთბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი
Большой зал Тбилисской консерватории - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი
გარდა ამისა, კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელ–ქართველი მომღერალი სოფი ვილი.
საღამოს პროგრამაშია მიკა მდინარაძის ნაწარმოების „145/ქრისტე“ პრემიერა, ასევე აჟღერდება ფიქრეთ ამიროვის სიმფონია სიმებიანი ორკესტრისთვის „ნიზამის ხსოვნას“ და ოთარ გორდელის კონცერტინო ფლეიტისთვის.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროებში და ონლაინ.
ყველა ახალი ამბავი
0