კახეთში იშვიათი სახეობის სოკო აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Valeriy Levitin / გადასვლა მედიაბანკშითეთრი ტრიუფელი
თეთრი ტრიუფელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელის განმარტებით, სოკოს ამ სახეობის მოპოვება ძალიან რთულია და დიდ გამოცდილებას მოითხოვს.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ სოკოს იშვიათი სახეობა – ზაფხულის შავი ტრიუფელი იპოვა, იუწყება „კახეთის ხმა“.
მსოფლიოში ტრიუფელის სოკოს რამდენიმე ათეული სახეობა არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი და ძვირია ზამთრის შავი ტრიუფელი, ასევე არის თეთრი ტრიუფელი. ერთი კილოგრამის ფასი ორიდან ხუთ ათას ევრომდეა. ისინი ძირითადად გავრცელებულია იტალიასა და საფრანგეთში.

„იყო ვარაუდი, რომ საქართველოში უნდა ყოფილიყო ამ სახეობის სოკო და მართლაც რამდენჯერმე იპოვეს, ოღონდ ის ზამთრის იყო. გუშინ ვიპოვეთ ლაგოდეხში ზაფხულის შავი ტრიუფელი და ის ფაქტი, რომ ეს სახეობა ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სულამანიძემ.

სულამანიძე ასევე განმარტავს, რომ სოკოს ამ სახეობის მოძებნა საკმაოდ რთულია და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ზამთრის ტრიუფელი ძირითადად მიწის ქვეშ იზრდება, ზაფხულის კი თეთრია და მიწის ზემოთ ოდნავ ჩანს.
ამ სოკოების მაღალი ფასი განპირობებულია მათი ზრდის სპეციფიკური პირობებით, შეგროვების, შენახვის მეთოდითა და დახვეწილი არომატით. ტრიუფელებს საკმაოდ მოკლე სეზონი აქვთ. ზამთრის ტრიუფელისთვის ეს არის ნოემბრიდან მარტამდე, ხოლო ზაფხულის ტრიუფელისთვის – ზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე.
ყველა ახალი ამბავი
0