ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

© press-service of the Road Department of Roadsგზის რემონტი შატილში
გზის რემონტი შატილში - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ ზიანი მიაყენა მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის მე-20 და 22-ე კილომეტრზე განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე მეწყრის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ამასთან, გუშინ ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც 70-106 კმ მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ყველა ახალი ამბავი
0